სასწავლო პროექტის გეგმა
1. პროექტის სახელწოდება: წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით: წიწვები და გირჩები, ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების
ფოთოლთა აღწერა.
3. პროექტის აქტუალობა: გავაცნოთ წიწვოვანი მცენარეები, წარმოვაჩინოთ მათი სილამაზე,
ვასწავლოთ ფიჭვის და ნაძვის გარჩევა გარეგნულად.
4. პროექტის მიზანი:
o
ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ერთმანეთისგან გარჩევა
o
ნაძვისა და ფიჭვის ხეების ერთმანეთისგან განსხვავება
o
მათი კლასიფიკაცია
და დახასიათება.
5. მონაწილეთა ასაკი: მე-1კლასი/დაწყებითი საფეხური
6. ვადები ხანგრძლივობა:ორი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტით სწავლების გაკვეთილზე გამოყენება , მოსწავლეებს ასწავლით
·
ინფორმაციის ეფექტურად
და ეფექტიანად მოპოვებას
·
კრიტიკულ და კომპეტენტურ შეფასებას
·
ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან , თუ პრობლემასთან მიმართებაში;
·
იდეებისა
და აზრების ნათლად და
ეფექტურად არტიკულირებას წერითი და სიტყვიერი ფორმით.
·
სხვადსხვა ჯგუფებთან მუშაობის უნარის დემონსტრირებას
·
პასუხისმგებლობის გაზიარებას გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური მუშაობისთვის.
8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო,
ცოცხალი ფოთლები (წიწვოვანის და ფოთლოვანის), გირჩები, პოსტერები, ფორმატის ფურცელი, წებო, თაბახის ფურცლები
და ფანქრები, ისტი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
აქტვ.1 მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა
Ø
აქტვ.2მოსწავლეების მიერ ამ
თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
Ø
აქტვ3 ორგანიზაციული
საკითხები:
Ø
ჯგუფების შექმნა;
Ø
ფუნქციების განაწილება;
Ø
კონკრეტული დავალებების
მიცემა.
Ø
აქტვ.4 მიზნიდან გამომდინარე
გასეირნება ბუნებაში ( საღორიის ტყე) და წიწვოვანი ტყე (ქალაქთან მიმდებარე ტერიტორია).
Ø
აქტვ.5 შეგროვილი
მასალის მიხედვით ფორმატზე წინასწარ
დაკრულ ხეზე მოსწავლეებმა შეძლეს ,, გაეცოცხლებინათ ხე“. ერთს დააკრეს ტყიდან წამოღებული
წიწვები და შექმნეს წიწვოვანი ხე, ხოლო მეორეს ფოთლები და წარმოაჩინეს ფოთლოვანი ხე,
აღწერეს ფოთლები.
აქტივობის აღწერა: დასახული მიზნის მისაღწევად მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით ჩაებნენ და შეაგროვეს საჭირო რესურსები.
ჯერ მოახდინეს წიწვოვნების აღწერა, ვიზუალურად დააკვირდნენ წიწვებსა და გირჩებს, ისაუბრეს
ფიჭვისა და ნაძვის განმასხვავებელ ნიშნებზე, შემდეგ აღწერეს ფოთლოვანი ხის ფოთოლი და
გააკეთეს კლასიფიკაცია. დახარისხებული ფოთლებითა და წიწვებით ააწყვეს და ,,გააცოცხლეს“
ფორმატზე მოცემული ხე (ჯგუფური მუშაობით), აგრეთვე ინდივიდუალურად დახატეს და გააფერადეს ფოთოლთა კონტურები.
ამ თემაზე მუშაობისას, მოსწავლეებზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდენა ინფორმაციის სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ, აგრეთვე ტყეში საკუთარი ხელით მოგროვილმა რესურსებმა.
ყოველივე ამან ხელი შეუწყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო მასალების, ადვილად შესწავლას და დამახსოვრებას. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სხვადსხვა
ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მასალის პრეზენტაციის მოსმენა გაააფართოვებს მათ ცოდნას აღნიშნულ თემაზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. I. 2. მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
. აჯგუფებს ორგანიზმებს
მცენარეებად და ცხოველებად და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს;
. ცხოველების
და მცენარეების მრავალფეროვნების გამოსავლენად სვამს კითხვებს (მაგ. ერთნაირია თუ
არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა ხის ფოთლები?) და ეძებს პასუხებს.
ბუნ. I.
3.
მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს შორის მსგავსება
და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით.
. ადარებს და აჯგუფებს სხეულებს ერთი ან ორი ნიშნით საკლასო
ოთახში, სახლში, ბუნებაში, ილუსტრაციებზე, მსჯელობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე (მაგ.
მერხი და საწერი მაგიდა);
11. პროექტის ხელმძღ ვანელი (მასწავლებელი): დაწყებითების პედაგოგი სოფიო გურეშიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sopo.gureshidze@gmail.com
No comments:
Post a Comment