გაკვეთილის გეგმა


გეგმა
გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:  სოფიო გურეშიძე  60001107535
საგანი:  მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი, I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
გაკვეთილის თემა: ნაწილ-ნაწილ შეკრება 20-ის ფარგლებში, 10-ზე გავლით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ ისწავლოს 20-ის ფარგლებში როგორ შეკრიბოს რიცხვები 10-ის გავლით ,,ნაწილ-ნაწილ“. განამტკიცოს 20-ის ფარგლებში ზეპირი ანგარიშის უნარ-ჩვევები.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
I ფაზა                   მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს

მთელი კლასი
შეფასების ფურცელი, ამობეჭდილი ღიმილები
1წთ
2
საშინაო დავალების განხილვა, თითოეული ამოცანის გარჩევა, რათა გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა, შევქმნათ საფუძველი,რომ ახალი ცოდნა თვითონ ააგონ.  ერთმანეთის მიყოლებით ჩაწერილია რიცხვები 1-დან 6-ის ჩათვლით.დააკავშირონ ის წყვილები რომელთა  ჯამია 7. ასეთივე სავარჯიშო კეთდება რვეულში მხოლოდ რიცხვები ჩაწერილია 1-დან 9-ის ჩათვლით და 5 დაწერონ ორჯერ, დააკავშირონ იმ რიცხვთა წყვილები რომელთა ჯამია 10.
                                                              








რიცხვთა შედგენილობები
მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით
რიცხვების დომინოსებრი სქემები
6წთ
3
გავიხსენოთ 10-დან 20-მდე მოთავსებულ რიცხვთა სიტყვიერი ჩაწერა და შედგენილობა
რიცხვების დაშლა
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი
3წთ
4
მოცემულ უტოლობებში ჩასვით სათანადო მოქმედების ნიშანი
 10  4<15  16  4=12  20  6<15
15  4>18  15  5<17  18  8>9
ზეპირი ანგარიში
საერთო საკლასო
ისტ, პროექტორი
2წთ
5
დაახარისხეთ ფიგურები: ცხრილი იხ. დანართი
ფიგურათა კლასიფიკაცია
საერთო საკლასო
ისტ
2წთ
6
დიდაქტიკური თამაში: ერთი მოსწავლე უკრავს ტაშს რამდენჯერმე, მისმა მეწყვილემ ტაში იმდენჯერ უნდა დაუკრას, რომ სულ 10 ტაში გამოვიდეს_ ათამდე შეივსოს, შემდეგ მეორე წყვილი აგრძელებს, ბოლოს მასწავლებელი აირჩევს ერთ მოსწავლეს და დაუკრავს ტაშს 10-ჯერ, მიმართავს კითხვით: შენ რამდენჯერ უნდა დაუკრა?(არცერთხელ)
დიდაქტიკური თამაში ,,ტაშები შევავსოთ ათამდე“
წყვილებში მუშაობა

5წთ
7
II ფაზა
დაფაზე ვწერ გამოსახულებებს: 6+9; 8+8;
10+6; 13+5  ვეკითხები მოსწავლეებს რომელია მათგან ადვილად შესაკრები? 10+6, რატომ? იმიტომ რომ თვითონ სიტყვები გვიჩვენებს ათზე 6-ით მეტი, თექვსმეტი. ახლა შევკრიბოთ 7+9=? თვითონ აღმოაჩენენ გზას. შევავსოთ 7 ათამდე (7+3=10) 7-ს სამი უკვე მივუმატეთ, მაგრამ რამდენი უნდა მიგვემატებინა? (9) ე.ი. კიდევ რამდენი დაგვრჩა მისამატებელი (ექვსი) დავწერთ. 7+9=7+3+6=10+6=17 ამ აქტივობის შესასრულებლად იყენებენ ფერად კუბიკებს
ნაწილ-ნაწილ შეკრება 20-ის ფარგლებში.

კონსტრუქტივისტული მეთოდი
საერთო საკლასო
ფერადი ფიგურები
7წთ
8
III ფაზა
I ჯგ. 8+5
II ჯგ. 9+6
III ჯგ. 7+5
ჯგუფიდან თითო ბავშვი გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას, ისაუბრებენ როგორ შეასრულეს დავალება, როგორ გამოიყენეს თვალსაჩინოება და რა დასკვნა გააკეთეს
კონსტრუქტივისტული მეთოდი
ჯგუფური მუშაობა
ფერადი ჩხირები
გამოჭრილი ფერადი სამკუთხედები და კვადრატები
8წთ
9
შეფასება

საერთო საკლასო

1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. 1.1 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
·         კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
·         გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგ. გამოყოფს ათეულს გროვაში.)
 მათ. 1.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
·         ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგ. ,,რამდენით გაიზარდა/ შემცირდა?“) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.
·         მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას; ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.




დანართი: 1
შეავსეთ ცხრილი:
 





სხვადასხვა ნაკვთი
სამკუთხედი
კვადრატი
წრე
ოთხკუთხედი
სხვები
მათი რაოდენობა










შეფასების რუბრიკა სსსმ მოსწავლისთვის:
კრიტერიუმები
            დაბალი
        საშუალო
საშუალოზე მაღალი
ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას, ავსებს გროვას ათამდე
ვერ ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და უჭირს გროვის შევსება ათამდე
ავსებს გროვას, მაგრამ სათანადო რიცხვის დამატებას ვერ ასრულებს
ათამდე ავსებს გროვას, ამატებს დარჩენილ რიცხვს, მიდის საბოლოო შედეგამდე
ასრულებს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას
ვერ ახერხებს მოქმედებათა დემონსტრირებას
დახმარებით ასრულებს მოქმედებათა დემონსტრაციას
დამოუკიდებლად ასრულებს გამოსახულებაში მოქმედების დემონსტრირებას
გაკვეთილზე ჩართულობა
პასიურია,  არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
ჩართულია ნაწილობრივ, ნაკლებად აქტიურია, უჭირს კონცენტრირება
ყოველთვის ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მობილიზებული და ყურადღებიანია
























შეფასება:

შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
    დაბალი
     საშუალო
საშუალოზე მაღალი
     მაღალი
მოსწავლე მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას, ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და დემონსტრირებას.
ვერ ასახელებს სათანადო რიცხვს გროვის შესავსებად და დამოუკიდებლად ვერ ახერხებს 10-ის გავლით შეკრება- გამოკლებას.
თვალსაჩინოების დახმარებით ახერხებს გროვის შევსებას და  ფარგალშისაჭირო რაოდენობის დამატებას, თუმცა დამოუკიდებლად არ შეუძლია შეკრება-გამოკლების დემონსტრირება
 კარგად კრებს რიცხვებს 10-ის ფარგალში, მაგრამ 10-ის გავლით უჭირს ანალიზი
მოსწავლე მოცემული გროვისთვის ზუსტად და სწორად ასახელებს რაოდენობას შესავსებად, შესანიშნავად ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას.
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,  განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებას
ვერ ასრულებს 20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას და ვერც ასახელებს რიცხვებს შორის დამიკიდებულებას
ზოგჯერ ასრულებს შეკრება-გამოკლებას, მაგრამ ნაწილობრივ აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებას
განსაზღვრავს განსხვავებას რიცხვებს შორის, მაგრამ უშვებს შეცდომებს დემონსტრირების დროს
წარმატებით ასრულებს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას 20-ის ფარგლებში
მოსწავლე თანამშრომლობს თანატოლებთან და აქვს კომუნიკაცია
ვერ ახერხებს თანამშრომლობას, უჭირს კომუნიკაცია
ნაწილობრივ თანამშრომლობს და ნაკლებად კომუნიკაბელურია
მოსწავლე კომუნიკაბელურია, მაგრამ უჭირს თანამშრომლობა
წარმატებით თანამშრომლობს თანატოლებთან, აქვს კარგი კომუნიკაციის უნარი




ხელმოწერა:               ს.გურეშიძე

თარიღი:                                 17.04.2018


No comments:

Post a Comment